×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ჯინვენტორი / Ginventor - ჭკვიანი საათი GI Band 1

60

აირჩიეთ ფერი:

გაზიარება:

დეტალური აღწერა:
  • ბრენდი: Ginventor
  • მოდელი: Gi band 1
  • ტიპი: მაჯის სამაჯური
  • ეკრანი: 0.96 ინჩი (2.44 სმ)
  • თავსებადია: Android 4.4 / iOS 8.0 ან შემდეგი მოდელები
  • ბლუთუზ ვერსია: 4.0
  • ელემენტი: 90 mAh
  • ლოდინის დრო: 7 დღე
  • სამუშაო დრო: 3 დღე
  • გარანტია: 6 თვე

ფუნქციები:

  • წნევის გაზომვა
  • ძილის მონიტორინგი 
  • ტელეფონის ძიება
  • მანძილის გაზომვა
  • ტაიმერი
  • საათი
  • კალორიების დათვლა
  • პულსაციის გაზომვა
  • ნაბიჯების დათვლა

 

  • სამაჯურის ზომა(სიმაღლე/სიგანე/სიღრმე): 235x24x11.6 მმ
  • ფერი: შავი/ლურჯი

 

ყოველდღიურად ასახული ინფორმაცია ინახება აპლიკაციაში და შესაძლებლობას გაძლევთ აკონტროლოთ ყოველი მათგანი.

მობილურთან დაკავშირების შემდგომ, შეძლებთ მიიღოთ შეტყობინებები ზარების, მესიჯების შესახებ (ამას ვიბრაციით გატყობინებთ).

თუ სამაჯური 1 მეტრამდე სიღრმის წყალში ჩაგივარდათ, შეგიძლიათ 0.5 საათით სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან მერწმუნეთ, ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. (IP67)

თუ მობილურს ხშირად კარგავთ, სამაჯური მის პოვნაში ყოველთვის დაგეხმარებათ, ამისთვის უნდა გადახვიდეთ შესაბამის სექციაში, (Find the Phone) დააჭიროთ თითი რამდენიმე წამის განმავლობაში და დაელოდოთ მობილურის ზარის ხმას.

 

ინსტრუქცია

  •  ყუთის გახსნის შემდეგ იპოვით პატარა მითითებების კრებულს, სადაც პირველივე გვერდზე დაინახავთ QR კოდს, მისი სკანირების შემდეგ ავტომატურად გადახვალთ App Store-ში, საიდანაც შეძლებთ აპლიკაციის გადმოწერას და მოწყობილობის სამაჯურთან დაკავშირებას.
  • თუ QR კოდის დასკანერება ზედმეტად გირთულებთ ცხოვრებას, უბრალოდ შედით App Storeში და გადმოიწერეთ აპლიკაცია Wearfit, დააჭირეთ ძებნას, რათა დაუკავშიროთ მოწყობილობას.
  •  დარწმუნდით, რომ სამაჯური ბოლომდეა დატენილი, თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, ჩართვა სცადეთ. (თუ დამჯდარია, დიდი ალბათობით არ ჩაირთვება, სრულად დამუხტვას კი, 2-2.5 საათი სჭირდება)
  • დარწმუნდით, რომ მობილურის ბლუთუზი ჩართულია და მისი ლოგო ჩანს სამაჯურზე.
  • საათს თუ არასწორად გიჩვენებთ, არ ინერვიულოთ. მობილურთან დაკავშირების შემდგომ ავტომატურად გასწორდება.
  • ვფიქრობ, კალორიების, პულსის, გავლილი მანძილის, წნევის  განსაზღვრაზე აღარ ღირს ლაპარაკი, ძალიან მარტივად აუღებთ ალღოს. (უბრალოდ გეტყვით, რომ რომელიმე მათგანში შესასვლელად 4 წამი მაინც უნდა გედოთ თითი სენსორზე)