×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება - ქართული კანფეტი "დორას" ისტორია

15.95

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

"

მხარდაჭერა სამყაროსგან

დამკვეთს დათქმულ დროს კანფეტების ზუსტი რაოდენობა ჩავაბარეთ. ეს დიდი დაკვეთა პირნათლად შევასრულეთ და გაჭირვების ჭაობიდანაც ფეხი ამოვდგით, ღრმად ამოვისუნთქეთ. ჩვენი შედეგით კმაყოფილებმა, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ შრომა და ცხოვრება.

ჩვენს ცხოვრებაში რომ არა ამ ღვთისნიერი ადამიანის გამოჩენა - თუმცა ესეც უფლის ნებაა წვალება დიდხანს გაგრძელდებოდა.

ფეისბუქის მესინჯერში ბატონი დავითისაგან კიდევ ერთი წერილი მივიღეთ. ახლა ამ წერილის შინაარსი უკვე სხვაგვარად ჟღერდა. იგი შანსს მაძლევდა — გავზრდილიყავი ჩემს საქმეში და ბიზნესი გამეფართოებინა, შეთავაზება ასეთი იყო:

„მოკლედ მაქვს შენთან ასეთი საქმიანაი ბიზნეს წინადადება: თუ გაქვს სურვილი ოჯახთან ერთად წამოხვიდე თბილისში. ვარკეთილში შენს ოჯახს მივცემ ბინას და შენ გამოგიყოფ საწარმოს ფართს ვარკეთილში. არც საწარმოს ფართში და არც ბინაში ქირას არ გამოგართმევ, ბინასაც და საწარმოს ფართსაც მოგიწყობ და გთავაზობ ამის სანაცვლოდ კომპანიონობას, გაიარე ეს საკითხი ოჯახთან.

თუ მოიფიქრებ შევხვდეთ თბილისში. თუ შედგა ჩვენი ურთიერთობა, ახალი სკოლის სეზონის დაწყებისთვის იმედი მაქვს, ყველაფერს მოგისწრებ“.

დიდ ხანს ვფიქრობდი, ამ შემოთავაზებაზე, თითქოს ზღაპარს, გამოგონილ ამბავს ჰგავდა, მაგრამ მე ვფიქრობ ბატონმა დავითმა, დაინახა ჩემი მონდომება, პასუხისმგებლობა, დაინახა ასევე ჩემი კომპანიის მომავალი. ჩემი სერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი, რამც გადააწყვეტინა ამ მესიჯის გამოგზზავნა.

ბატონმა დავითმა ჩვენს ცხოვრებაში შემოაბიჯა და თან მოიტანა რაღაცნაირი სიმყარე და მხარში დგომა, ეს ის მხარდაჭერაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ - ეს იყო უფლის წყალობა ბატონი დავითის კეთილი გულით გაკეთებული. მისი საქციელი მავალდებულებს და სიკეთის გაკვეთილს მაძლევს, გვერდში დავუდგე ყველა იმ ადამიანს ვისაც ასეთი მხარდაჭერა სჭირდება და ვიმოქმედებ ანდაზის მიხედვით „მადლი ჰქენი — ქვას დადევი, გაიარე — წინ დაგხვდება“.

ბატონი დავით ფანჯაკიძის წყალობით, ოქტომბრის თვეში გორიდან გადმოვიტანეთ ჩვენი ნივთები და შევაბიჯეთ ახალ ცხოვრებაში — ახალ ეზოში. უფალმა განსაკუთრებულად ყურადღებიანი მეზობლები გვარგუნა. ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანები სიხარულით შეგვხვდნენ. ისეთი განწყობა იყო, თითქოს დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი. ისე მიგვიღეს და ისე შეგვისისხლხორცეს, რომ ვერც კი წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. მოკლედ კეთილი, მოსიყვარულე ადამიანების წრეში მოვხვდით."