×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

Book & Wine პაკეტი #11

250

აირჩიეთ :

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

Book & Wine - ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, თანაც ღვინის თანხლებით!

ახალ პაკეტში შედის:

  ირაკლი მახარაძე -  თბილისური ჭორ-მართალი
  მეღვინეობა მოსავალი პირველი- ჩინური, გორული მწვანე
  Entrepreneur #48

 

  "თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. 
მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 100 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის,  მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის." - ირაკლი მახარაძე ?


  მეღვინეობა მოსავალი პირველი შექმნილია, ახალგაზრდა მეღვინეების მიერ, რომლებიც ამავე სფეროს შესწავლის  პროცესში გაერთიანდნენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. მოსავალი პირველი გულისხმობს და ატარებს იდეას იმის შესახებ, რომ შეინარჩუნო ის ემოცია და მიდგომა დანარჩენი მოსავლების მიღების პერიოდში, რაც გაგაჩნდა პირველი მოსავლის მიღებისას.

  ჩინური გორული მწვანე დაყენებულია ქართლში მოწეული ყურძნის ჯიშებისგან. ღვინო არის ღია ჩალისფერი შეფერილობის, მომწვანო ელფერით. ხასიათდება ციტუსოვანი არომატებით და ამასთანავე მსუბუქი ცოცხალი ხილის ტონებით. 


* ალკოჰოლური შემცველობა: 12.5
* ვაზის ჯიში:  ჩინურიი (60%) გორული მწვანე(40%)
* დასამზადებელი ჭურჭელი: უჟანგავი ფოლადი
* ბოთლის მასალა: მინა.
* ფერი: ღია ჩალისფერი, მომწვანო ელფერით. 
* ბრენდის წარმომავლობა: საქართველო, ქართლი, ლამისყანა
* არომატი: ციტრუსოვანი(ლიმონი, ლაიმი) მწვანე ვაშლი.
* მოცულობა: 750 მლ.