ტენე / Tene - USB კაბელი
20აირჩიეთ მოდელი:
დეტალური აღწერა:
პირველი ქართული USB კაბელი "ტენე".
- ბრენდი: Ginventor
- ტიპი: Lighting
- სიგრძე: 1.3მ
- ფუნქციონალი: დატენვა და ინფორმაციის სწრაფი გადაცემა
- გამტარიანობა: 5V/3.1A
- გარანტია: 1 წელი
ესაა პირველი ქართული ბრენდირებული USB კაბელი ქართული პლატით.
ელასტიური ფიქსატორი უზრუნველყოფს ყველაზე სუსტი წერტილების გაძლიერებული დაცვას (კუთხოვანი მოხრისას შიდა მავთულების და მათი კონტაქტების გაწყვეტისგან იცავს)
ჭკვიანი ჩიპი პასუხისმგებელია კაბელის მობილურთან თავსებადობაზე, იცავს ელემენტს გადაჭარბებული დამუხტვისგან და ახანგრძლივებს მისი გამოყენებადობის ვადას.
მოკალავებული სპილენძი მაღალი ხარისხის გამტარია, რომელიც იძლევა ელექტრული მუხტის სწრაფად გადაადგილების საშუალებას, ამავდროულად გააჩნია მაღალი გამძლეობა ხშირი მოხრისას.
ნიკელითა და ოქროთი დამუშავებული შემაერთებელი კონტაქტები უზრუნველყოფენ ტელეფონისა და ადაპტერის შეუფერხებელ კავშირს, გამძლეა კოროზიის წინააღმდეგ და არ ცვდება ხშირი შეერთება გამოერთების შედეგად.
კაბელს გავლილი აქვს 10 000-ზე მეტი unplug&plugin ტესტი.
კამპანიის ფარგლებში პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება გარემოს დაცვითი აქტივობების წახალისებას.