×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine
entrepreneur

გეფერინი / Gepherrini

ილია გეფერიძემ და სოფო ხოსიტაშვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს გადაწყვიტეს, საკუთარი ბიზნესი წამოეწყოთ. მაშინ კორპორაციული მუშაკები იყვნენ. ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, ბაზრის კვლევას ატარებდნენ. ცდილობდნენ გაერკვიათ, რამდენად ჰქონდა მათ იდეას პერსპექტივა, როგორი იყო კონკურენტული გარემო ქვეყანაში.

კვლევა ადასტურებდა, რომ საქართველოში ქალის ჩანთების წარმოება არ არსებობდა. ნიშა თავისუფალი იყო. ილია და სოფო დიდი ხნის ფიქრისა და ფინანსური რესურსებიის მობილიზაციის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკუთარი წარმოების შექმნის დრო დამდგარიყო.

2014 წლის აგვისტოში პირველადი ინვესტიცია განახორციელეს და დანაზოგით − 12 ათასი დოლარით, დანადგარები შეიძინეს. 

 

ვრლად "Gepherrini"-ის ისტორიას გაეცანით ბმულზე.