მარის ღვინო / Maris Wine
მე ვარ მარიამი, მეღვინე სოფელ ველისციხიდან. ჩემს ოჯახში ღვინო, ტრადიციულად, როგორც ყველა კახურ ოჯახში, ყოველთვის იწურებოდა და ის მუდამ გამოირჩეოდა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. ყველამ იცოდა, რომ ჩვენთან საუკეთესო ღვინოები ყენდებოდა. ეს ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა და სულ მინდოდა, საკუთარი ბრენდი შემექმნა.
ასე ვაქციე ერთ მშვენიერ დღეს საოჯახო ტრადიცია ბრენდად და ასე დაარსდა „Mari's Wine მარის ღვინო“, ერთი თვალებანთებული გოგოს ქართული ბრენდი. დღესდღეობით ჩემს მარანში შეხვდებით ნატურალურ ქვევრის ღვინოებს - საფერავსა და რქაწითელს. ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ხელით - ვენახის მოვლა, ყურძნის კრეფა, დაწურვა და თქვენამდე მომაქვს ხარისხიანი, ნატურალური ღვინო.
ისტორიას "Mari's Wine"-ის შესახებ გაეცანით ბმულზე.