×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

Mariam Ninikashvili Jewelry

მინანქრის ქალ ოსტატებს შორის არის მარიამ ნინიკაშვილი, რომელიც უკვე 9 წელია დამოუკიდებლად მუშაობს და მინანქრის მრავალფეროვან სამკაულს ქმნის. მარიამ ნინიკაშვილის თვითმყოფადი სტილით შექმნილი სამკაულები საკმაოდ მრავალფეროვანი და ფერადოვანია. სხვადასხვა ორნამენტითა თუ გამოსახულებით დამშვენებული ორიგინალური გულსაბნევები, საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები თუ სამაჯურები თანამედროვე ცხოვრების სტილსა და სამოსს მოდურ აქსესუარად ერწყმის. საკუთარ ხედვებსა და მკაფიოდ გამოხატულ სტილს მიჰყვება, რომელიც როგორც სახელოვნებო წრეებში, ასევე საიუველირო ბაზარზე საკუთარ გამორჩეულ ნიშას აძლევს. მის ნამუშევრებს კი სახელობით ბრენდად, სახელწოდებით Mariam Ninikashvili Jewelry აქცევს.