×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ანემონე / Anemone

„ანემონე“ მცენარებიის ორიგინალური კონცეფციის ქართული მაღაზია-სალონია, რომელიც მცენარის ჩუქების ახლებურ მეთოდს კამპანიით #აჩუქექოთნით ამკვიდრებს. „ანემონეს“ დამფუძნებელი ანი არველაძეა. ანის მიაჩნია, რომ მცენარის ასეთი ფორმით ჩუქებას განსაკუთრებული ემოცია მოაქვს. „ანემონეს“ შექმნის იდეა კი გამწვანებული სივრცეების ნაკლებობამ უკარნახა.

„ანემონეს“ მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესმოდეს მცენარეების მნიშვნელობა და კარგად იაზრებდეს მათ ღირებულებას საკუთარ ცხოვრებაში. მეტი ადამიანი ზრუნავდეს თავისი საცხოვრებლისა და სამუშაო გარემოს გამწვანებაზე.

 

ვრცლად "ანემონეს" ისტორიას გაეცანით ბმულზე.