×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

კონა / Kona

„კონა“ ჩაისა და ბალახეული ნაკრების ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. კომპოზიციები, როგორც სპეციალურად მოყვანილი, ასევე ველურად შეგროვებული სხვადასხვა ეგზოტიკური ინგრედიენტისგან შედგება. თითოეულ კომპოზიციას სხვადასხვა ორიგინალური სახელწოდება და დანიშნულება აქვს. 

ორიგინალური კონცეფციის ქართული ბალახეული ბრენდის დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძეა. ვიდრე „კონას“ საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს, უცხოეთში საქართველოს საიმიჯო პროექტებითა და მარკეტინგული საქმიანობით იყო დაკავებული. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნატალია მიხვდა, რომ ახალი, მასთან უფრო ახლოს მდგარი საქმის კეთების დრო დადგა. სურდა ისეთი რამ შეექმნა, რომლის ეტიკეტზეც სიამაყით დაიტანდა ფრაზას: „წარმოებულია საქართველოში“.

 

ვრცლად "კონას" ისტორიას გაეცანით ბმულზე.