×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ბარნოვი / Barnovi

რუსუდან ბარნოვი, პროფესიით მხატვარია. 10 წელზე მეტია ქმნის ელეგანტურ აქსესუარებს. როდესაც მოთხოვნები შიდა წრეს გასცდა, გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი აქსესუარების ბრენდი „ბარნოვი“.

ბრენდი მომხარებელს სთავაზობს სხვადასხვა ხაზს, კერძოდ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანისამოსსა და აქსესუარებს. განსაკუთრებულად მოთხოვნადია თმის სამაგრები, ბაფთები, სამაჯურები და სამკაულები. აქსესუარების დასამზადებლ მასალად იყენებს ქსოვილს, ტყავს, ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებსა და მეტალს. 

ბრენდის პროდუქციას განსაკუთრებულს, უცხოს და უნიკალურს სწორედ მრავალფეროვანი ცოდნა და შერეული ტექნიკა ხდის. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები კი მთავარი ამოცანაა.