×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ინებე / Inebe

ახალგაზრდა წყვილმა მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა საკუთარი საქმის წამოწყება მაშინ მოინდომეს, როდესაც საქართველოში სიტყვასტარტაპერიწარუმატებელ კორპორაციულ კარიერასთან ასოცირდებოდა. არადა, მათი კარიერა წარუმატებლის გარდა ყველაფერი იყო. ლეკო და მარიტა მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდნენ, თუმცა ხისტი სამუშაო დრო, ფიქსირებული ხელფასი და პარასკევი დღის მოსვლაზე ოცნება, დიდად არ ხიბლავდათ. ამიტომ გამუდმებით ფიქრობდნენ, რომ საკუთარი საქმე დაეწყოთ. იდეების დამუშავებას 2014 წელს შეუდგნენ და 2016-ში სტარტი აიღეს. ასე შეიქმნა WWW.INEBE.GE დიეტური მენიუს ადგილზე მიტანის ვებპლატფორმა. ახალგაზრდა ანტრეპრენერებს უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემის გადაჭრა დასჭირდათ, თუმცა ექსპერიმენტებში გათენებული ღამეები უნიკალური ქართული პროდუქტის დაარსებად ნამდვილად ღირდა – WWW.INEBE.GE პლატფორმაა მათთვის, ვისაც ჯანსაღად და დიეტურად კვება სურს.

 

ვრცლად "ინებე"-ს ისტორიას გაეცანით ბმულზე.