ბონსაი / Bonsai
ბონსაი არის მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნება.
ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ეს არის ჩვეულებრივი ხე, რომელიც სპეციალური მოვლის შედეგად პატარა ზომის რჩება და აქვს ისეთივე ლამაზი და ბუნებრივი ფორმა, როგორიც ბუნებაში გაზრდილ მის დიდ ”თანამოძმეებს.”
პატარა ნერგის ”სრულყოფამდე” მიყვანისათვის 3 ან 4 წელი უმეტეს შემთხვევაში საკმარისი არ არის, ამიტომ ყურადღება და მოთმინება ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუ ის სერიოზულად გადაწყვეტს იმუშაოს ბონსაის შექმნაზე.
სანამ ბონსაის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლათ გაეცანით ინფორმაციას მისი მოვლის შესახებ.