×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine
ქართული ბრენდები 
Atare Anbani - სამკაულში გაცოცხლებული ქართული ანბანი - ატარე ანბანი
„ატარე ანბანი“ − ბრენდი, რომელმაც ქართული ანბანი ნამდვილ სამკაულად აქცია და მისი სიამაყით ტარება შესაძლებელი გახადა. იგი დების − თამარ და ნესტან ამირეჯიბების წამოწყებაა.

სტატიის ავტორი:
სალომე ქუშაშვილი
2021-08-16

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
Irinola - ირინე კაპანაძის გაგრძელებული ოჯახური ტრადიცია - ირინოლა
ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობაზე საათობით შეუძლია ისაუბროს. პროფესიით ზოოინჟინერია, თაფლის წარმოებისა და მეფუტკრეობის ნამდვილი ექსპერტი. მისი ოჯახი მესხეთში თაფლს ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა. იქამდე იმერეთში, წლების განმავლობაში, თაფლისა და თიხის წარმოებით ირჩენდა თავს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობა ლამის გენეტიკურად გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ წლები ევროპაში გაატარა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იმუშავა. საბოლოოდ, ფესვებს დაუბრუნდა და ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. „წლების წინ ჩემი ოჯახის თაფლით ნახევარი თბილისი მარაგდებოდა“, − იხსენებს ირინე. ახლა კი ბრენდი „ირინოლა“ ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად, პროდუქციის გავრცელებას მთელ აზიაში გეგმავს. თაფლი უძველესი, 5500 წლის ისტორიის მქონე თიხის ქოთნების თანამედროვე ანალოგში იქნება ჩამოსხმული. „ირინოლას“დაფუძნების იდეა 2017 წელს მოუვიდა. საქართველოში საცხოვრებლად 2010-იან წლებში დაბრუნდა და გადაწყვიტა, ოჯახურ ბიზნესს თავად გაძღოლოდა. თუმცა მესხეთში, საოჯახო მამულში არსებული მეფუტკრეობა საკმარისი არ აღმოჩნდა ბაზრის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ირინემაც თაფლის შესყიდვა მეზობელი წარმოებებიდან დაიწყო და საოჯახო ბიზნესის ბრენდირებას შეუდგა. სასწაულებრივ გადარჩენილი წარმოება იმერეთში მცხოვრებ ირინეს ბებია-ბაბუას საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, მშობლიური ეზო-კარის დატოვება მოუწია. ირინეს ბაბუას ფუტკრების რამდენიმე ოჯახის მესხეთში წაყვანა სურდა. თუმცა, მეუღლის თხოვნით, ფუტკრების ოჯახები გზად დატოვა და ასე, ხელცარიელი გადაბარგდა ახალ სამოსახლოში. ბედად ახალ კარმიდამოში თურქი მესხი ოჯახის მიერ სკის სახელდახელოდ შექმნილი ანალოგი, იგივე გეჯა დახვდა. ბაბუამ მეფუტკრეობა გააგრძელა. საუკუნოვანი ოჯახური ტრადიცია დავიწყებას არ მიეცა. პირველსავე გაზაფხულზე ნათელი გახდა, რომ მესხეთი მეფუტკრეობისთვის იდეალური ადგილი იყო. ყვავილოვანი მცენარეებით მდიდარი კუთხე შესანიშნავი ადგილი იყო არომატული, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის საწარმოებლად. „ფუტკარი საოცარი რამაა. წარმოიდგინეთ, მას მერე, რაც ყვავილიდან წვენს, იგივე ნექტარს აიღებს, სკას უბრუნდება და მის დამუშავებას იწყებს. სითხეს ჩიჩახვში იმდენ ხანს იტოვებს, სანამ ბოლომდე არ მოამწიფებს. შემდეგ პროდუქტს ჰერმეტულ ფიჭაში ინახავს და აკონსერვებს. ფუტკარი სულ 7 ტიპის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა ფუტკრის შხამი, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ძვირად ფასობს. ასევე, ფუტკრის რძე, და რა თქმა უნდა, თაფლი“. პროფესიით უკვე მეფუტკრე იყო, როდესაც ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სწავლა გადაწყვიტა. სამსახურში, მეფუტკრეობის რესპუბლიკურ გაერთიანებაში, პრაქტიკულ ცოდნას აკადემიური განათლება დაუმატა, შემდეგ კი ფუტკრისა და თაფლის კულტურის შესწავლა გააგრძელა. წლებთან ერთად კი სფეროს ნამდვილ ექსპერტად იქცა. გარდა იმისა, რომ მამას ეხმარებოდა, არაერთ კომპანიაში პროფესიით მუშაობდა. „ვმუშაობდი ფუტკრის გამრავლების, მოშენების თემაზე. შევისწავლე დარგის სტრუქტურა“, − იხსენებს ირინე. ამასობაში კი კაპანაძის ოჯახი ყოველწლიურად 500-1000 კილოგრამ თაფლს აწარმოებდა. მათ მიერ შექმნილი პროდუქტი როგორც ბაზარში, ისე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდებოდა. პროდუქცია ბრენდირებული არ იყო. თაფლს უბრალო ქილებში ასხამდნენ, არც ეტიკეტს აკრავდნენ, არც სტაბილურ შემსყიდველებსა და დისტრიბუტორებს ეძებდნენ. ევრიკა ირინეს საკუთარი ბიზნესის განვითარების იდეა „მადამვაინის“ დამფუძნებელმა, მანანა ახვლედიანმა შთააგონა. მეგობრის შეგონებით დაიწყო წარმოებაზე ფიქრი. მისი პირველი საფიქრალი თაფლის ჩამოსხმა და ის ჭურჭელი იყო, რომელშიც ქარვისფერი სუბსტანცია შეინახებოდა. „ლამის არქიმედეს მსგავსად, „ევრიკა“ წამოვიძახე, როცა მივხვდი, რომ თაფლი თიხის ქოთნებში უნდა ჩამომესხა“, − სიცილით იხსენებს ირინე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უძველეს სამარხში აღმოჩენილი თაფლი სწორედ თიხის ჭურჭელში ინახებოდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ირინეს შთაგონება. უპირველესად კერამიკოს მაია გადაბაძეს მიაკითხა და 5500 წლით დათარიღებული ქოთნების ანალოგის შექმნა სთხოვა. ირინე კაპანაძე თბილისში ცხოვრობს. თაფლი საკუთარი და მესხეთში მცხოვრებთა მეფუტკრეობიდან სწორედ ფალიაშვილის ქუჩაზე ჩამოაქვს, თიხის ჭურჭელში ასხამს, ხუფავს, ცვილით კრავს და აფასოებს. ოჯახურ ბიზნესში ყველა წევრი ჩართულია. ირინე თაფლს საკუთარი ხელით „აბინავებს“, შემდეგ ფიჭის ფირფიტას სახურავზე ამაგრებს და ქოთანს კრავს. რაც შეეხება დახუფვის პროცესს, ქოთნის იდეის არ იყოს, ამ თემაზეც დიდხანს იფიქრა. „უცებ ბებიაჩემი მომაგონდა, რომელიც მურაბებს სწორედ ცვილის ფენით ხუფავდა. გადავწყვიტე, იგივე გამემეორებინა“. ცვილის თხელ ფენას თითოეულ ქოთანს საკუთარი ხელით უსვამს და ქოთანიც ჰერმეტულად იკვრება. „ვაწარმოებთ როგორც 300–გრამიან შეფუთვებს, ასევე, 100 და 150-გრამიან ქოთნებს. მცირე ზომის შეფუთვების შექმნის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ტურისტებს რამდენიმე 300-გრამიანი ქილის საზღვარზე გადატანა წონის გამო უჭირდათ. მცირე შეფუთვები მთლიანად ტურისტულ ნაკადებზეა გათვლილი და პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ფინანსურად ბევრად მომგებიანია, ვიდრე, 300-გრამიანი. „ირინოლას“ თაფლი აბანოთუბანში და სხვადასხვა ტურისტულ მაღაზიაში იყიდება. ეს ადგილები განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის. მიყვარს საქართველოს ისტორია, თავისი დიადი და ძალზე საინტერესო წარსულით. ის ჩემი სულის ნაწილია, ახლობელი და მტკივნეული. თაფლის ეს უძველესი თიხის ქოთანი საუკუნეებს ითვლის. თითქოს უძველეს ეპოქაში, მსოფლიოში პირველი მეფუტკრე ქალის ამბავს მოგვითხრობს საუკუნეების გადმოსახედიდან მოტანილ სიტკბოსა და სიყვარულზე და თან გვეძახის − არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ საქართველოს ისტორია! ღვთის დიდ წყალობად მივიჩნევ, რომ ჩემი თაფლი აბანოთუბანში, ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძრის ეზოში ინახება. იქ, სადაც ვახტანგ გორგასალმა თბილისქალაქი დააარსა. აქაურობას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამაში უდიდესი წვლილი მამა ათანასე კარანაძეს მიუძღვის, ქართული კულტურის უდიდეს პატივისმცემელს და მოამაგეს. ჩვენი თაფლის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე ქართულ მარკეტშიც. ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კი ცოტა ხნის წინ ჩვენი პროდუქტის  Duty Free  მაღაზიებში განთავსება შემოგვთავაზა“. აზიურ ბაზარზე გასვლის პერსპექტივა „ირინოლას“ თაფლის სახელით, ბრენდის არსებობის წელიწადნახევრიან ისტორიაში, გაყიდული 2500 ქოთანია. წარმოება მთლიანად ოჯახის ადამიანური რესურსით სულდგმულობს, შესაბამისად, თაფლის ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესი სტანდარტულზე ნელია. „ირინოლამ“ უკვე არაერთი ქვეყნის დაინტერესება შეძლო. მათ შორისაა ამერიკა, ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აზიური ბაზარი, ასევე ქართული მარკეტები. ქართული თაფლის ექსპორტზე გატანას გზაზე რამდენიმე პრობლემა ეღობება. უპირველეს ყოვლისა ევროპული და ამერიკული ბაზარი მწარმოებლისგან ხარისხის კონტროლის დადასტურებულ დოკუმენტაციას, იგივე ISO-ს სტანდარტს ითხოვს. ქვეყნის შიგნით თაფლის მწარმოებელთათვის ISO-ს დოკუმენტის მინიჭება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, თაფლის სინჯების ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგზავნაა. ამ შემთხვევაშიც, პროდუქტის შეფასება 20 კომპონენტის მიხედვით ხდება მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებში თაფლის გასატანად, თითოეული პარტია 70 კომპონენტის მიხედვით უნდა შემოწმდეს. ამ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურები უკვე მუშაობენ. სანამ მეფუტკრეებს ქვეყნის ფარგლებშივე შეეძლებათ სტანდარტის დამადასტურებელი სრულფასოვანი დოკუმენტაციის მიღება, ირინე აპირებს ნაწარმი აზიურ ბაზარზე გაიტანოს, ქვეყნებში, რომლებშიც ISO-ს დამადასტურებელი სერტიფიკატი გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს. „დაინტერესება დიდია ბრიტანეთიდან, აშშ–იდან, სლოვენიიდან, შვედეთიდან, თუმცა სერტიფიკატის არქონა გვაფერხებს. შესაძლებელია თაფლის ექსპორტი ჩინეთში დავიწყოთ. იმისათვის, რომ ჩინურ ბაზარზე შესვლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, 8000 ქოთანი მაინც უნდა ვაწარმოოთ“, − ამბობს ირინე. ამჟამად მისი ოჯახის მფლობელობაში 85 ოჯახი ფუტკარია. ეს რაოდენობა ჩინურ ბაზარზე გასასვლელად არ კმარა. თუმცა, ირინეს უკვე გამოცდილი აქვს მეზობელი მეფუტკრეებისგან თაფლის შეძენა. „მყავს კოლეგები, რომელთაც 400-500 ოჯახი ფუტკარი ჰყავთ. თაფლს წლებია მათგან ვყიდულობ“. „ირინოლას“ 300-გრამიანი სასაჩუქრე შეფუთვის ღირებულება მაღაზიებში 20 ლარს შეადგენს. ქოთნის ღირებულება 4 ლარია. საერთო ჯამში კი, პროდუქტის თვითღირებულება 14-15 ლარს უტოლდება. თითოეული ქოთანი თაფლის გაყიდვიდან „ირინოლას“ მოგება 2-3 ლარია. როგორც ირინე ამბობს, თაფლის გარდა, ტურისტების დაინტერესებას სწორედ ქოთნის დიზაინი იწვევს. „მე ქართული კერამიკისა და ქართული თაფლის პოპულარიზაციას ვეწევი“, – ამბობს ირინე. ირინეს უახლოეს გეგმებში „აპიმონდიაზე“ დასწრებაა. Apimondia მეფუტკრეთა საერთაშორისო ასოციაციაა. ორგანიზაცია ყოველ 2 წელიწადში კონგრესს მართავს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მეფუტკრეებს იწვევს, ახალი პროდუქტის დეგუსტაციას აწყობს და მეფუტკრეებს ახალ ბაზრებზე გასვლის შანსს უზრდის. „აპიმონდია“ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ქართულ თაფლს უკვე მიღებული აქვს 3 ოქროს მედალი. მინდა, მეოთხეც ჩამოვიტანოთ. საერთაშორისო კონგრესზე ჩემი ქოთნით სხვა ქართველი მეფუტკრეების გვერდით წარვდგები“. საქმე იმაშია, რომ საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს, უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში სელის სამოსი იპოვეს, რომელიც გასანთლული იყო, კვლევის შედეგად კი სელის სამოსის ცვილის საფარზე ფუტკრის ფეხებიც იპოვეს. ეს ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოში მეფუტკრეობის კულტურა შესაძლოა 8000 წლის წინ იყო განვითარებული, მოსახლეობას კი ფუტკრის მიერ წარმოებული ცვილის გამოყენება შეეძლო. გარდა ამისა, საკირეში წლების წინ აღმოჩენილ თიხის ქოთნებში ჩაკირული ნარჩენები დადასტურებულად თაფლია, რაც ზრდის შანსს, რომ საქართველომ, ღვინის გარდა, თაფლის სამშობლოს სტატუსიც მოიპოვოს. ირინე კაპანაძე რამდენიმე პროექტზეც მუშაობს. სურს, თაფლისა და წყლის შერევით მიღებული ტკბილი, გამაგრილებელი სასმელი დაამზადოს, რომელიც ქართულ ბაზარზე შაქრითა და სხვადასხვა კონსერვანტით გამდიდრებულ სასმელს ჩაანაცვლებს. ასევე, გეგმაში აქვს საბავშვო პროდუქტის ჯანსაღი ალტერნატივა – თაფლის ტკბილი ჩხირები შესთავაზოს მომხმარებელს. გარდა ამისა, ირინე ტურისტული ბიზნესის წამოწყებას აპირებს მესხეთში, რაბათის ციხიდან 8 კილომეტრში, სოფელ ანში. „ჩემს სოფელ ანში ტურისტული ნაკადები მუდმივად ჩამოდის. სოფლიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში აბასთუმნის ობსერვატორიაა. სოფელი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. გვსურს, ეგრეთ წოდებული აბორიგენული ტურიზმი წამოვიწყოთ – ანში ჩამოსულთ „კარვების საოჯახო სასტუმროები შევთავაზოთ, 6 ოჯახი შემოვასახლოთ და იმერულ-მესხური კულტურის ნაზავით, ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ“. თუმცა, სანამ იდეებს  ბიზნესგეგმის  სახეს მისცემს, ბაჰრეინში, გლობალურ სამეწარმეო კონგრესზე GEN Georgia-ს სახელით გასამგზავრებლად ემზადება. აზიური ქვეყნების წარმომადგენლები კონგრესზე ახალ პარტნიორებს ეძებენ, რაც ირინე კაპანაძეს შანსს აძლევს, აზიურ ქვეყნებში ქართულ თაფლზე მოთხოვნა გააჩინოს და ბიზნესი გააფართოვოს.

სტატიის ავტორი:
ხატია გელოვანი
2021-08-16

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
ინებე - ჯანსაღი დიეტა ადგილზე მიტანით - Inebe
2016 წელს www.inebe.ge ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს ლანჩის სამსახურსა თუ შინ მიტანის სერვისს სთავაზობდა. კომპანიას 10-მდე კურიერი ემსახურებოდა. „ინებე“ საკურიერო სერვისის კომპანიას არ იყენებდა − თავად შეიძინეს მოპედები, რომლებითაც მათივე თანამშრომელი კურიერები გადაადგილდებოდნენ.

სტატიის ავტორი:
ხატია გელოვანი
2021-08-16

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
ღუნღულა - თქვენი თბილი მოსვენებისთვის - Ghunghula
"ღუნღულა" − ამ სახელწოდებით ქართული სტარტაპკომპანია ელექტროპუფებსა და ელექტრობალიშებს აწარმოებს.

სტატიის ავტორი:
სალომე ქუშაშვილი
2021-08-16

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
Gamarjoba - ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან - გამარჯობა
„ჩაი გურიიდან 3“ ჩაის ახალი ბრენდია გურიიდან, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ჩაის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის სახეობები შესთავაზა. 2019 წელს გურიის მხარეში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სამი საწარმო გაერთიანდა. თითოეულ მათგანს მაღალხარისხიანი ჩაის წარმოების 20-25-წლიანი გამოცდილება აქვს. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთო გამოცდილებით, სამი დამფუძნებელი – გიორგი ლომთათიძე, ვარლამ ლიპარტელიანი და გაბრიელ თენიეშვილი, გურული ჩაის ისტორიაში ახალი ფურცლის წერას, სახელწოდებით „ჩაი გურიიდან 3“ შეუდგნენ. პარალელურად, საქართველოში ქართული ჩაის ონლაინმაღაზია შექმნეს, რომელიც როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში უკვე პოპულარობით სარგებლობს. „ახალგაზრდა თაობამ გადავწყვიტეთ, ჩვენი მამების დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ შევქმენით ახალი ბრენდი „ჩაი გურიიდან 3“. ცოდნის გასაღრმავებლად ჩინეთს ვესტუმრეთ. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იქ შევისწავლეთ ჩაის ახალი ჯიშები, სახეობები, ტექნოლოგიები. ამან დიდი გამოცდილება შეგვძინა. გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა სხვადასხვა მაღალი ხარისხის ჩაი. ვიმედოვნებთ, რომ ამ წამოწყებით მყარად დავამკვიდრებთ ქართულ ჩაის ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ“, – აცხადებენ ჩაის საწარმოს დამფუძნებლები Entrepreneur-თან საუბრისას. „ჩაი გურიიდან 3“ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. ნედლეულს გურიის მთიანი, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან და ადგილობრივი ფერმერებისგან იღებენ. კრეფისას მხოლოდ დუყს, ანუ ახლად გაშლილ სამ თოთო ფოთოლს კრეფენ, რაც ჩაის ფოთლის გადამუშავების ტექნოლოგიის ზედმიწევნით დაცვასთან ერთად, ჩაის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. „ჩაი გურიიდან 3“-ის უსასუქო ჩაის ასორტიმენტში შემდეგი დასახელების პროდუქციას შეხვდებით: „ჩაი პრემიუმი“ (შავი და მწვანე) „ჩაი კლასიკი“ (შავი და მწვანე) „ველური მთის ჩაი“ „თეთრი ჩაი“ „ველური მოცვის ჩაი“ თითოეული მათგანის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებული და უნიკალურია. „ჩაი პრემიუმი“ გამორჩეული, იაპონური დაორთქლვის მეთოდით მზადდება. მისთვის ნედლეული აუცილებლად მაისსა და ივნისში, დილის 9:00-13:00 დროის მონაკვეთში იკრიფება. დაორთქლვა, ანუ ფიქსაცია მოკრეფიდან ნახევარ საათში ტარდება. „ჩაი პრემიუმს“ გამჭვირვალე, კრიალა ფერი, ხილისა და კენკრის სურნელოვანი არომატი ახასიათებს. „თეთრი ჩაი“, ჩაის კვირტისა და ერთი ფოთლისგან, განსაკუთრებული შრობის მეთოდით, ბიოქიმიური ჩარევის გარეშე მზადდება. ის სრულად ინარჩუნებს ისეთივე საგემოვნო თვისებებს, როგორიც ნედლ ფოთოლს ჰქონდა. ახასიათებს იშვიათი სამკურნალო თვისებები. ამ ეტაპზე ჩაის ეს სახეობა შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. „ველური მოცვის ჩაი“ 100%-ით ბიოპროდუქტია, რომელიც ალპურ ზონაში, მხოლოდ ნაზი ფოთლების სახით იკრიფება და შავი ჩაის ტექნოლოგიით მზადდება. მისი ნაყენი მუქი-მოყავისფრო შეფერილობით ხასიათდება და მასაც არაერთი სამკურნალო თვისება აქვს. „ველური მთის ჩაი“ კი არომატულად სრულიად გამორჩეული ბიოპროდუქტია. ახასიათებს განსაკუთრებული სურნელი და მყარი ნაყენი. „გვჯერა, რომ ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ექსპორტის საკითხებზე. ჩვენი ჩაის ნაყენზე ჩეხეთში უკვე დაამზადეს ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც სულ მალე საქართველოშიც იხილავთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ წინსვლისთვის“, – ამბობს გიორგი ლომთათიძე, „ჩაი გურიიდან 3“-ის თანადამფუძნებელი და ასევე ამატებს, რომ კომპანიის მისიას ქართული, გურული ჩაის, მისი უნიკალური მახასიათებლების როგორც მთელი საქართველოსთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის გაცნობა წარმოადგენს. „ჩაის პლანტაციებს პერიოდულად სტუმრობენ აგროტურიზმით დაინტერესებული ტურისტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, უმეტესად ჩეხეთიდან. ტურისტული სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება და საშუალოდ ყოველწლიურად 70-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ, რომლებიც ჩვენთან 6-7 დღის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი აკვირდებიან საწარმოო პროცესებს და აგემოვნებენ მათ მიერვე დაკრეფილ ჩაის“. გუნდი წარმოების გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვას ყოველდღიურად აგრძელებს.

სტატიის ავტორი:
სალომე ქუშაშვილი
2021-08-16

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
მთელი გურია ერთ ეზოში - მენაბდის ღვინის მარანი & სასტუმრო / Menabde Wine Cellar & Hotel
„მენაბდის მარანი“ ტიპური გურული ეზო-კარმიდამოა. ოდის ტიპის სახლი, უძველესი ნაგებობა, რომელიც სრულად რესტავრირდა, უკვე წელიწადია სტუმრებს იღებს.

სტატიის ავტორი:
ხატია გელოვანი
2021-08-09

სრულად ნახვა
 
კონა - ბალახების ერთობის ძალა
„კონა“ ჩაისა და ბალახეული ნაკრების ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. კომპოზიციები, როგორც სპეციალურად მოყვანილი, ასევე ველურად შეგროვებული სხვადასხვა ეგზოტიკური ინგრედიენტისგან შედგება. თითოეულ კომპოზიციას სხვადასხვა ორიგინალური სახელწოდება და დანიშნულება აქვს: აღმოსავლური ზღაპარი ცია ზენა ანანა-გუნდა ნაინა ნასადილევს-ნაბახუსევს ალი და ნინო მფარველი ვარსკვლავი მარადიული გაზაფხული ადილა კამელია მწვანეში მთის ცვარი ამ ორიგინალური დასახელების ბალახეულ პროდუქტებს სთავაზობს ბრენდი „კონა“ მომხმარებლებს, რომლებსაც შინაგანი ჰარმონიის, სიყვარულის, სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის, გათბობის, გაგრილების, მშვიდი ძილისა და სიჯანსაღის დაუვიწყარ განცდებს ჰპირდება. კონას საკუთარი კრედოც აქვს − „Pauca sed bona − ცოტა, მაგრამ საუცხოო“, − რადგან რაც ძალიან კარგია, ის ბევრი ვერც იქნება. ორიგინალური კონცეფციის ქართული ბალახეული ბრენდის დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძეა. ვიდრე „კონას“ საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს, უცხოეთში საქართველოს საიმიჯო პროექტებითა და მარკეტინგული საქმიანობით იყო დაკავებული. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნატალია მიხვდა, რომ ახალი, მასთან უფრო ახლოს მდგარი საქმის კეთების დრო დადგა. სურდა ისეთი რამ შეექმნა, რომლის ეტიკეტზეც სიამაყით დაიტანდა ფრაზას: „წარმოებულია საქართველოში“. ფიქრისა და საკუთარი შინაგანი ხმის კარგად მოსმენის შემდეგ, მიხვდა, რომ სურდა ბალახეული ჩაის წარმოება დაეწყო. დაუკავშირდა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათთან გავლილი ტრენინგების თუ კონსულტაციების შემდეგ, გრანტის მოპოვებისთვის პროექტის წერას შეუდგა. პროექტმა „ენპარდის“ გრანტი დაიმსახურა. მისი საშუალებით, ნატალია ფარცხალაძემ საკუთარ აგარაკზე, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში, მიკროსაწარმო ააშენა. სწორედ აქედან იწყება „კონას“ ისტორია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და დღემდე არაინდუსტრიული პრემიუმხარისხის ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. იგი მომხმარებლებს იშვიათი, მრავალფეროვანი ბალახეული ჩაის სრულიად სუფთა, ხარისხიან და ჯანსაღ კომპოზიციებს სთავაზობს. ხარისხის შენარჩუნებასა და მუდმივ ზრდაზე „კონას“ გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა ჩაის მოყვარულებს ყოველთვის პრემიუმხარისხის, ჰარმონიული გემო შესთავაზოს.

სტატიის ავტორი:

2021-07-27

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
Rainbow Design - ფერადი საწვიმრების ქართული ბრენდი
Rainbow Design ქართული ბრენდია, რომელიც ფერად საწვიმრებს ქმნის და მომხმარებლებს საკუთარ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. - Entrepreneur Shop

სტატიის ავტორი:
სალომე ქუშაშვილი
2021-07-26

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
''ცვარა'' - უძველესი საიუველირო ოსტატობის თანამედროვე ტრანსფორმაცია - Tsvara
„ყველა სამკაულში სრული სიზუსტით არის შეზავებული ტექნოლოგიების მრავალფეროვნება ისე, რომ არ იკარგება არცერთი მათგანის ინდივიდუალური ხიბლი და ამავე დროს იდეალურად დგება კომპოზიცია. სწორედ ეს ხდის კომპანია „ცვარას“ სამკაულს ამდენად გამორჩეულსა და უნიკალურს. მასში თავმოყრილია მთელი ჩვენი საიუველირო ტრადიციების მიღწევები. ეს ერთობლიობა იმდენად უნიკალურია, რომ „ცვარას“ სამკაულს ანალოგი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არ გააჩნია“. - Entrepreneur Shop

სტატიის ავტორი:
სალომე ქუშაშვილი
2021-07-26

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
Ananke - ქართული ზურგჩანთა ოკუპაციის თემატიკით
„ანანკე“ საქართველოში დაარსებული ბრენდია, რომელიც საკუთარი ტანსაცმლითა და ჩანთებით ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე ხმას ფართო აუდიტორიას აწვდენს.

სტატიის ავტორი:

2021-07-26

სრულად ნახვა
ქართული ბრენდები 
Gepherini - ქართული ცხოვრების სტილის ბრენდი
„გეფერინის“ ბრენდით ქალისა და მამაკაცის ჩანთები, აქსესუარები, ქამრები და საბავშვო ჩანთები წარმოებს. პროდუქტის ღირებულება ქართულ ბაზარზე 19-იდან 250 ლარამდე მერყეობს.

სტატიის ავტორი:
სალომე ქუშაშვილი
2021-07-26

სრულად ნახვა

„კონა“ ჩაისა და ბალახეული ნაკრების ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. კომპოზიციები, როგორც სპეციალურად მოყვანილი, ასევე ველურად შეგროვებული სხვადასხვა ეგზოტიკური ინგრედიენტისგან შედგება. თითოეულ კომპოზიციას სხვადასხვა ორიგინალური სახელწოდება და დანიშნულება აქვს: აღმოსავლური ზღაპარი ცია ზენა ანანა-გუნდა ნაინა ნასადილევს-ნაბახუსევს ალი და ნინო მფარველი ვარსკვლავი მარადიული გაზაფხული ადილა კამელია მწვანეში მთის ცვარი ამ ორიგინალური დასახელების ბალახეულ პროდუქტებს სთავაზობს ბრენდი „კონა“ მომხმარებლებს, რომლებსაც შინაგანი ჰარმონიის, სიყვარულის, სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის, გათბობის, გაგრილების, მშვიდი ძილისა და სიჯანსაღის დაუვიწყარ განცდებს ჰპირდება. კონას საკუთარი კრედოც აქვს − „Pauca sed bona − ცოტა, მაგრამ საუცხოო“, − რადგან რაც ძალიან კარგია, ის ბევრი ვერც იქნება. ორიგინალური კონცეფციის ქართული ბალახეული ბრენდის დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძეა. ვიდრე „კონას“ საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს, უცხოეთში საქართველოს საიმიჯო პროექტებითა და მარკეტინგული საქმიანობით იყო დაკავებული. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნატალია მიხვდა, რომ ახალი, მასთან უფრო ახლოს მდგარი საქმის კეთების დრო დადგა. სურდა ისეთი რამ შეექმნა, რომლის ეტიკეტზეც სიამაყით დაიტანდა ფრაზას: „წარმოებულია საქართველოში“. ფიქრისა და საკუთარი შინაგანი ხმის კარგად მოსმენის შემდეგ, მიხვდა, რომ სურდა ბალახეული ჩაის წარმოება დაეწყო. დაუკავშირდა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათთან გავლილი ტრენინგების თუ კონსულტაციების შემდეგ, გრანტის მოპოვებისთვის პროექტის წერას შეუდგა. პროექტმა „ენპარდის“ გრანტი დაიმსახურა. მისი საშუალებით, ნატალია ფარცხალაძემ საკუთარ აგარაკზე, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში, მიკროსაწარმო ააშენა. სწორედ აქედან იწყება „კონას“ ისტორია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და დღემდე არაინდუსტრიული პრემიუმხარისხის ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. იგი მომხმარებლებს იშვიათი, მრავალფეროვანი ბალახეული ჩაის სრულიად სუფთა, ხარისხიან და ჯანსაღ კომპოზიციებს სთავაზობს. ხარისხის შენარჩუნებასა და მუდმივ ზრდაზე „კონას“ გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა ჩაის მოყვარულებს ყოველთვის პრემიუმხარისხის, ჰარმონიული გემო შესთავაზოს.
სრულად ნახვა