×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ჩირიფრუტი / Chirifruit

ჩირი ადამიანების სრულფასოვანი საკვებია. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მას ღმერთების საკვებს უწოდებდნენ. ის დღემდე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველო უნიკალურია ხილის მრავალფეროვნებით და მისი გამორჩეული არომატით. ჩირი ყოველთვის ღრმა ბავშვობაში გვაბრუნებს, როცა ჩვენი ბებოები დაკოჟრილი ხელებით თლიდნენ და აშრობდნენ ხილს, რომელიც ჩვენთვის საუკეთესო ნუგბარი იყო მთელი ზამთრის პერიოდში.

სწორედ ტრადიციის ამ გამოძახილმა განაპირობა კომპანია "ჩირიფრუტის" დაფუძნება ოჯახის წევრების მიერ. ბრენდი ჩირის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა,  სხვადასხვა სახეობის ხილისგან დამზადებული ტყლაპებსა და ცუკატებს სთავაზობს მომხმარებელს. 

პროდუქცია განსხვავებულია როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე  ვიზუალითა და გამორჩეული შეფუთვით, რაც პროდუქტს უფრო მიმზიდველს ხდის როგორც სასაჩუქრედ, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის.