×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

რე-ფრეშ / Re-Fresh

კომპანია რე-ფრეშ-ი გთავაზობთ ყველანაირი ციტრუსის და ბროწეულის ცივად დაწურულ ორგანულ ფრეშებს. დაწურვა ხდება ღილაკის ერთი დაჭერით მომხმარებლის თვალწინ და ამისთვის გამოიყენება ბაზრის ლიდერი კომპანიის, ZUMMO-ს პროფესიონალური აპარატები, რომლის ინოვაციური წურვის სისტემა გამოირჩევა მაღალი ჰიგიენითა და ფილტრაციით. 

კომპანიის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენი პოლიტიკა და პრაქტიკული საქმიანობა მდგრადი განვითარების პრინციპებს ეფუძნება და ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ეკოლოგიური ნაკვალევი. პირველი ეტაპი გახდა იმპორტის შემცირება და ლოკალური ფერმერების წახალისება. სეზონურად ვიყენებთ მხოლოდ ადგილობრივ გურიის, აჭარის, სამეგროლოსა და საინგილოს ორგანულ ხილს და ვქმნით ნატურალურ, არა-პასტერიზებულ პროდუქტს -  შაქრის, კონსერვანტების, კონცენტრატების, არომატიზატორებისა და საღებავების დამატების გარეშე.