ჭკვიანი თხილი / Chkviani Tkhili

ჭკვიანი თხილი შეიქმნა თხილზე და ჯანსაღ კვებაზე შეყვარებული გურმანებისთვის.
ჭკვიანი თხილი არ შეიცავს კონსერვანტებს, შაქარს და მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლით არის დამტკბარი. ახალ მოხალული თხილის არომატს ნაზად ეხამება ნატურალური, მადაგასკარის ვანილი.
თხილის პასტა იდეალური საუზმე და სასუსნავია მათთვის ვინც ვარჯიშობს ან წონაში დაკლება სურს. მართალია ჭკვიანი თხილი მდიდარია ცხიმებით, მასში ცოტა ნახშირწყლები და ბევრი ცილაა, ამიტომ მცირე ულუფაც კი ენერგიით ავსებს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით აცხრობს.