×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

Georgian Gozinaki / ქართული გოზინაყი

ეს არის ნატურალური თაფლით დამზადებული ქართული გოზინაყი, წარმოებული კომპანია “ჯბ ჯგუფის" მიერ, რომელიც უკვე 10 წელია ფუნქციონირებს ბაზარზე.

ბრენდის დაარსებისას, მთავარი მიზანი იყო შექმნილიყო ბაზრისთვის უცნობი პროდუქტი. უნდა ყოფილიყო ქართული და გამხდარიყო ბრენდი. არა სეზონური, მხოლოდ საახალწლო,  არამედ ქართული, ბრენდული, ხარისხიანი პროდუქტი. 

გოზინაყი დამზადებულია თეთრი, უმაღლესი ხარისხის ნიგოზისაგან და გაზაფხულის, მინდვრის ყვავილების არომატული თაფლისაგან. ეს არის ხელნაკეთი გოზინაყი, რომელიც მზადდება დანადგარის გარეშე.