×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

მენაბდის ღვინის მარანი & სასტუმრო / Menabde Wine Cellar & Hostel

სოფელ შემოქმედში, 2,5 ჰექტარი მიწაზე მდებარე საუკუნენახევრისწინანდელი ისტორიული სამოსახლო დღეს უკვე „მენაბდის მარნად“ იწოდება. მარნის გარდა, იგი აერთიანებს ვენახს, ეთნოგრაფიულ ეზოს და სასტუმროს სერვისს.

„მენაბდის მარანი“ ტიპური გურული ეზო-კარმიდამოა. ოდის ტიპის სახლი, უძველესი ნაგებობა, რომელიც სრულად რესტავრირდა, უკვე წელიწადია სტუმრებს იღებს.

შენარჩუნდა უძველესი გურული ოდის წყობა − ცენტრალურ კედელში ჩაშენებული ბუხრის გარშემო განლაგებული ოთახები 21-ე საუკუნის ყველა კომფორტითაა უზრუნველყოფილი. 5 ორკაციანი ნომერი ტურისტებს მთელი საქართველოდან იღებს.

 

ვრცლად "მენაბდის ღვინის მარნისა და სასტუმროს" ისტორიას გაეცანით ბმულზე.