×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

პინ პინი / Pin Pin

სიტყვას „პინი“ ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. გულსაბნევი მხოლოდ აქსესუარია, პინებს კი ისტორიულად ყოველთვის უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ. პინი გამოხატავს თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, ან გვაჩვენებს თქვენს საყვარელ მუსიკალურ ჯგუფს, ან რომელი წიგნი გიყვართ ყველაზე მეტად... ჩვენი პინების პირველი სერიაც სწორედ საქართველოს პატარ-პატარა სიმბოლოებია: დაწყებული რუკით და ანბანით, დამთავრებული ისტორიული არტეფაქტებით, ტრადიციებით და სამზარეულოთი. ეს ყველაფერი ერთი პატარა პინით არის ნაჩვენები.

ბრენდი 2019 წ. დაარსდა, პინების დიზაინი იქმნება ჩვენი პატარა გუნდის მიერ, ხოლო პინები მზადდება აშშ-ში, მაღალი ხარისხის მინანქრის და მეტალის გამოყენებით. ჩვენი პინები მზადდება ცხელი მინანქრის ტექნიკით და არის უაღრესად გამძლე და ხარისხიანი.