ფეიქარი - ხელჩანთა მწვანე Peikari
30დეტალური აღწერა:
ფეიქარი ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოებულ ლიმიტირებულ ქსოვილებს იყენებს ჩანთებისა და აქსესუარების დასამზადებლად. ჩვენ ვეძებთ ძველ დროს გამოსულ მაღალი ხარისხის ბამბის ქსოვილებს, რომლებიც დღესდღეობით უფუნქციოდ არიან დარჩენილი და ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ მათ. თავის დროზე ამ მასალების დამზადებაში უზარმაზარი ბუნებრივი რესურსი დაიხარჯა, თუმცა დღეს მათ თითქმის აღარავინ იყენებს. ამასთან, ეს ძველი დროის ქსოვილები ნოსტალგიურ განწყობას აღძრავენ ადამიანებში და ყოველი ნივთი თავისი ისტორიით არის სავსე.
● უნიკალური დიზაინი
● ეკომეგობრული
● დამზადებულია საბჭოთა პერიოდის ამოწურვადი ქსოვილებისგან
● მაღალი ხარისხის ბუნებრივი ბამბის ქსოვილები
● ხელნაკეთი თიხის ღილი
● ზომა: დაახ. 11x21 სმ