×
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა

-20 % - ღვინო დიციდან / Wine from Ditsi

17.5 | - 30% | 25

გააზიარე:

დეტალური აღწერა:

-20% არის ქართული ღვინის ბრენდი. ამ ბრენდის ქვეშ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლში რუსეთის მიერ გავლებული საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკრეფილი რჩეული ყურძნის მარცვლებისგან დამზადებული ღვინო ასხია.

სავაჭრო ნიშნის სახელწოდებაც მთავარი იდეაც სწორედ პროდუქტის ადგილწარმოშობაა.

მოსავალი, რომელიც გორული მწვანე და ჩინებული (ჩინური) თეთრი მშრალი ღვინის სახით ჩამოისხა, აღებულია სოფელ დიცში. იგი ოკუპირებული ტერიტორიებიდან 300 მეტრში მდებარეობს.

გარდა ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებისა, ამ ბრენდის ქვეშ ღვინის წარმოების მთავარი მიზანი საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებაა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამ სავაჭრო ნიშნით ღვინო ჩამოისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.

ვრცლად ქართული ბრენდის "-20% ღვინო დიციდან" ისტორიას გაეცანით ბმულზე.