×
წიგნები
ტანსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine
Entrepreneur
entrepreneur

The Economist - საქართველო და მსოფლიო 2022

5

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

2022 წელს ჩვენ ყველაზე მეტად იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ავუწყობთ ფეხს ახალ ეპოქას.

თუ 2021 წელს ჩვენი მთავარი სადარდებელი " პანდემიის გადაგორება“ იყო, 2022 წელს იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ავუწყოთ ფეხი ახალ ეპოქას. ეპოქას, რომელმაც დაამკვიდრა დისტანციური მუშაობა და სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მოგზაურობაზე. გთავაზობთ იმ 10 საკითხს, რომელთაც წელს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. წერს ტომ სთენდეჯი -  ჟურნალ ეკონომისტის რედაქტორი.

1. დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ 
2. ენდემური პანდემია 
3. შემაწუხებელი ინფლაცია
4. რა ბედი ელის ტრადიციულ სამუშაო გარემოს 
5. მარეგულირებლები ტექ-გიგანტების წინააღმდეგ 
6. კრიპტოვალუტის აღზევება
7. რთული კლიმატური ვითარება
8. გართულებული მოგზაურობა
9. კოსმოსური რბოლა 2.
10. პოლიტიკა ფეხბურთის წესებით

2021 წელს გამძვინვარებული პანდემია დიდი განსაცდელი ჩანდა მსოფლიოსთვის, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო გამოწვევები ახალ საფეხურზე აიყვანა. 

დღეს ყველა ხვდება, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, თუ სინამდვილეში როგორი იქნება მსოფლიოს ხვალინდელი დღე. 

სად არის საქართველოს ადგილი მოვლენების ამ ქარიშხალში და როგორი იქნება საქართველო და მსოფლიო 2022 წელს - შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ ეკონომისტის ახალი გამოცემის ფურცლებზე - საერთაშორისო და ქართველი ავტორების საუკეთესო ანალიტიკური სტატიები ჩვენი აუდიტორიისთვის.