×
წიგნები
ტანსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine
Entrepreneur
entrepreneur

Entrepreneur #48 და მომღერალი ბოთლები

45

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

1977 წელს NASA-მ თავისი ყველაზე პოპულარული პროექტი განახორციელა: კოსმოსში ორი რაკეტა − "ვოიაჯერ-1" და "ვოიაჯერ-2", გაუშვა. ამერიკელ მეცნიერ კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, დედამიწიდან გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა ინფორმაცია დედამიწისა და მისი მობინადრეების შესახებ. ამის საპასუხოდ, შეიქმნა ე.წ. "ოქროს ფირფიტა", რომელზეც დაიტანეს ადამიანებისა და ცხოველების ფოტოები, ბუნების სხვადასხვა მოვლენა, მათემატიკური ფორმულები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც დიდი სიფრთხილით შეარჩიეს. კოსმოსში გაგზავნილ "ოქროს ფირფიტაზე", როგორც დედამიწის ხმა, ჩაიწერა ქართული პოლიფონიური სიმღერა, ქართული ხალხური საგანძური − "ჩაკრულო". სიმღერას, რომელიც Voyager-ის აპარატით გაიგზავნა კოსმოსში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებდნენ.

"მამას სახელი და ხმა არსებობდა და იარსებებს გალაქტიკაში. ოჯახის წევრებს კი გვინდოდა, დედამიწაზეც ყოფილიყო რაიმე, რაც მის სახელს დაუკავშირდებოდა", − სწორედ ამ მიზნით, როსტომ საგინაშვილის შვილმა, თამარ საგინაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად "მომღერალი ბოთლები" შექმნა − პატარა ღვინის ბოთლების სასაჩუქრე ნაკრები, რომელსაც QR-კოდი და NFC-ჩიპი აქვს. კოდის დასკანერების შემდეგ, ირთვება "ჩაკრულოს" ლეგენდარული ჰანგები და გადადიხართ საიტზე, სადაც განთავსებულია სრული ისტორია "ჩაკრულოს" შესახებ. ასევე, ვებგვერდზე, სამომავლოდ, განთავსდება როსტომ საგინაშვილის უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც სწორედ იმ მოგზაურობას ასახავს, როდესაც "ჩაკრულო" ჩაიწერა.

შეიძინეთ მომღერალი ბოთლების სასაჩუქრე ნაკრები Entrepreneur-ის ახალ ნომერთან ერთად, რომელშიც "მომღერალი ბოთლების" სრულ ისტორიასაც ამოიკითავთ.