×
წიგნები
ტანსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine
Entrepreneur
entrepreneur

Book & Wine პაკეტი #9

25

აირჩიეთ :

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

Book & Wine - ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, თანაც ღვინის თანხლებით!

ახალ პაკეტში შედის:

             ?  დევიდ ალენის წიგნი ,,საქმესთან გამკლავების ხელოვნება''

            ? ღვინო -  ხიმშიაშვილების მარანი - ცოლიკოური

            ?️ Entrepreneur-ის იანვრის ნომერი

,,საქმესთან გამკლავების ხელოვნება'' ეს არის წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, გაგათავისუფლებთ სტრესისგან და მოგცემთ საშუალებას მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ.  

თეორია, რომელიც სტრესის გარეშე პროდუქტიულობის ზრდას, დროში პროცესების სწორად დაგეგმვასა და მათ მართვას გულისხმობს, არის სწორედ ის აუცილებელი საკითხავი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, პროდუქტიულობის ზრდაში. ?

 

? თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია ზღვის დონიდან 850მ. სოფელ ნიგაზეულში, შუახევის მუნიციპალიტეტში.  ღვინო ხასიათდება ნაზი, დახვეწილი გემოთი, ხილის და ნაძვის არომატით. დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით - ქვევრში. ღვინო არ დამუშავებულა ქიმიური საშუალებებით. შესაძლებელია მცირეოდენი ლექის გაჩენა.

 

დაყენებულია და ჩამოსხმულია ხიმშიაშვილის საოჯახო მარანში.