×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine

მარკ მენსონის 2 წიგნი: "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" და "ყველაფერი ტრა*შია" საუკეთესო ფასად

25 | - 26% | 34

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

წიგნი "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო. ავტორი მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით და, ცოტა არ იყოს, უხამსი იუმორით ასაბუთებს, რომ ცხოვრების გასაუმჯობესებლად ლიმონათის კეთება კი არა, მჟავე ლიმონის მონელება უნდა შეგვეძლოს. მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ დეფექტებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას,…

ჩვენ  საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა*შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.