×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine

"კარგიდან საუკეთესომდე" - ჯიმ კოლინზი

16.95

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ჯიმ კოლინზმა _ ამერიკელმა მკვლევარმა, სპიკერმა და გავლენიანმა კონსულტანტმა, ბიზნესის მართვის შესახებ გამოსცა წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“, რომელიც მალევე გახდა ბესტსელერი და მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკადაც აღიარეს. კოლინზისთვის თანამოაზრეთა გუნდთან ერთად ჩატარებული ხუთწლიანი კვლევის უმთავრესი ამოცანა იყო, გაერკვია, ზოგმა კომპანიამ როგორ მოახერხა საუკეთესოდ ქცევა, სხვებმა კი რატომ განიცადეს მარცხი. საუკეთესო ამ შემთხვევაში სუბიექტური ტერმინია და ისეთ კომპანიებს გულისხმობს, რომელთა ფინანსურმა მაჩვენებლებმა 15 წლის განმავლობაში გადააჭარბა ბაზრის საშუალო მონაცემებს. კოლინზმა შეისწავლა ბიზნესის ისტორია და გამოყო კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებდა საუკეთესოების კრიტერიუმებს, შემდეგ გააანალიზა ის მახასიათებლები, რომლებითაც ისინი განსხვავდებოდა კონკურენტებისგან, შედეგები კი დაწვრილებით აღწერა წიგნში.