×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine

3 წიგნი: მეი მასკი "ქალი ისახავს მიზანს", "იფიქრე და გამდიდრდი", "მხოლოდ 1 რამ"

40 | - 21% | 50.9

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

"ქალი ისახავს მიზანს" - მეი კანადაში დაიბადა, სამხრეთ აფრიკაში იზრდებოდა, ახლა კი ლოს-ანჯელესში, თავის შვილებთან ახლოს ცხოვრობს. ის სამი წარმატებული შვილის დედა და უკვე თორმეტი შვილიშვილის ბებიაა. ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის. აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად. 

---------------------------------------------------------------------------

"იფიქრე და გამდიდრდი" - ეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, ვებრ რამეზე სხვანაირად დაგაფიქრებთ და მერე იქნებ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმაროთ. ნაპოლეონ ჰილმა "იფიქრე და გამდიდრდი" თავისივე ცნობილი წიგნის - "წარმატების კანონის" მიხედვით შექმნა.მასში წარმატებული და მდიდარი ადამინების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს კი წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ეგებ ეს წიგნი მილიონ დოლარადაც გიღირდეთ.

---------------------------------------------------------------------------

თუ გსურთ უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ საჭირო ინსტრუმენტებსა და რესურსებს, ასევე მიიღოთ ინფორმაცია სემინარებისა და ტრენინგპროგრამების შესახებ, გაეცანით ერთ რამესთან დაკავშირებულ რეალურ ისტორიებსა და გამოცდილებებს. რა არის თქვენი ერთი რამ?