×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine

გურიის რესპუბლიკის ჩხავერი / Chkhaveri of Guria Republic

59

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

დამზადებულია მთიან გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში, მდინარე სუფსის მარჯვნივ, შარაშიძეების გორზე გაშენებული მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშის − ჩხავერის ყურძნისგან.

მშრალი, დაბალანსებული ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი  შეფერილობით, კოწახურისა და  სხვადასხვა ხილის ნაზი და ჰარმონიული ტონებით, ტკბილი და სასიამოვნო არომატით.

შეეხამება თევზს, ფხალეულს, ყველსა და დესერტს. საუკეთესოა აპერიტივად. 

დაკრეფილია 2020 წლის 26 ოქტომბერს.

დაწურულია მოკრეფიდან 5 საათში.

მოხმარების ტემპერატურა:  +12 / +14

შენახვის ტემპერატურა:       +14 / +16

Alc. 12.5% ​​Vol.