×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine

ჩალის ღერის რევოლუცია

15

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

თქვენს წინაშეა წიგნი, რომელიც დაწერა იაპონელმა მოაზროვნემ და სწავლულმა, ნოვატორმა ფერმერმა, განათლებით მიკრობიოლოგმა, მასანობუ ფუკუოკამ.„ჩალის ღერის რევოლუცია“ ერთდროულად აგროკულტურული,  ფილოსოფიური და მემუარული ნაშრომია. ცივილიზებულ სამყაროში ფართოდაა ცნობილი, მსოფლიოს 33 ენაზეა თარგმნილი, - ინგლისურად 1978 წელს გამოვიდა და მას შემდეგ მას ბევრი მიმდევარი ჰყავს.ავტორი საკუთარ თავგადასავალს მოგვითხრობს: როგორ გაუნათდა გონება, როგორ აღმოაჩინა ახალი მიდგომა სოფლის მეურნეობაში, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება და იარა ამ გზაზე 30 წელი, როგორ განიცადა უამრავი მარცხი და წარუმატებლობა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა სირთულე არ გადალახა და არ ჩამოაყალიბა პრაქტიკული, ქმედითი, ეფექტიანი აგროკულტურული სისტემა.ეს სისტემა თანამედროვე ინდუსტრიული სოფლის მეურნეობისგან პრინციპულად განსხვავდება. აქ თავად მიდგომაა ახალი - ფუკუოკა ბუნებასთან კოოპერაციას, თანამშრომლობას, ჰარმონიულ თანაცხოვრებას ცდილობს, მის დამორჩილებას და დამონებას კი არა, რასაც თანამედროვე ცივილიზაცია ესწრაფვის. ამ ალტერნატიულ მიდგომას ავტორმა „ნატურალური სოფლის მეურნეობა“ უწოდა. იმედია, ეს წიგნი თქვენთვისაც შთაგონების წყარო გახდება."