×
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა

The Economist - მსოფლიო 2020!

5

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

მომავლის წინასწარმეტყველება არასდროს ყოფილა მარტივი! მაგრამ არც არასდროს ყოფილა ისეთი რთული, როგორც დღესაა!

Covid-19-ით გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო რთულად პროგნოზირებადი გახადა მსოფლიოს მომავალი. დღეს, ისე როგორც არასდროს, რთულია იწინასწარმეტყველო, რა მოხდება ხვალ...

დღეს ყველა ხვდება, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, თუ სინამდვილეში როგორი იქნება მსოფლიოს ხვალინდელი დღე.

ბრიტანული ეკონომისტის წლიური ჟურნალი „მსოფლიო 2020 წელს“ საქართველოში დაგვიანებით გამოდის, რადგან სწორედ ჟურნალის გამოსვლას დაემთხვა კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა!

თუმცა, საქართველოს მიერ ვირუსთან ეფექტურად ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ და ჩვეულ სამუშაო რეჟიმში შედარებით მალე დაბრუნებამ საშუალება მოგვცა, ძალები მოგვეკრიბა და ჟურნალი, რომლის გამოსვლას, ყოველწლიურად, ბევრი ადამიანი ელის, კვლავ შეგვეთავაზებინა ქართველი მკითხველისთვის.

ვფიქრობთ, მედიის, მთავრობის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის საინტერესო პრეცედენტი კიდევ ერთხელ შევქმენით. მადლობა ყველას, ვინც დაგვთანხმდა და საკუთარი საავტორო სტატიები ექსკლუზიურად ეკონომისტის წლიური ჟურნალისთვის „მსოფლიო 2020 წელს“ მოამზადა და გამოსაქვეყნებლად გადმოგვცა.

როგორი იქნება საქართველო? სად იქნება საქართველოს ადგილი უჩვეულოდ არასტაბილურ მსოფლიოში 2020 წელს და კიდევ უფრო შორეულ მომავალში?!

შეძლებს თუ არა საქართველო, არსებული კრიზისი ახალ შესაძლებლობად გადააქციოს და გაზარდოს გლობალური კონკურენტუნარიანობა პოსტპანდემიურ მსოფლიოში?

ამ შეკითხვების გარშემო მსჯელობენ ჩვენი მოწვეული ავტორები. გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ!

შევხვდებით 2021 წელს. უფრო მხნედ და იმედიანად!

P.S.: ესეც ჩემი წილი მომავლის პროგნოზი!

 

გიორგი შარაშიძე

გამომცემელი