Makeda - ლოსიონ-ეპილატორი
75დეტალური აღწერა:
100%-ით ორგანული ლოსიონი.
ძირითადი მოქმედება: ლოსიონი აჩერებს არასასურველი თმის ზრდას სხეულზე, სამუდამოდ. ლოსიონის სრული კურსის ჩატარებისას, არასასურველი თმის 85% და მეტი აღარ ამოდის. დანარჩენი დარჩენილი თმა ერთეულია ან უფერო ღინღლია.
ლოსიონის მეორეული, ბონუს-თვისებები, თუმცა, ზოგიერთი მომხმარებლისთვის, ისინი პირველ რიგში დგას:
1. ბიო-დეპილაციის შემდეგ თმის ჩაბრუნების, ანთებითი პროცესის (ფოლიკულიტი) და კანის გაღიზიანების არ არსებობა;
2. პიგმენტური ლაქების გაქრობა/გაღიავება (იღლიების, საზარდულის, სახის ზონებში)
3. ოფლის სუნის გაქრობა, იღლიის ზონაში გამოყენებისას;
4. კანის დატენიანება და კვება;
5. უმტკივნეულო ბიო-დეპილაცია, უკვე მეორე პროცედურისას;
6. კანის გაახალგაზრდავება, ლოსიონის ანტიოქსიდანტური და ლიმფოდრენაჟული თვისებების წყალობით;
7. შესაძლებელია მისი ზაფხულში, მზეზე გამოყენება;
დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფეხებზე გამოყენებისას, მომხმარებელი გათავისუფლდა ფეხის კუნთის კრუნჩხვებისგან;
ლაზერული ეპილაციის უსაფრთხო და ეკონომიური ალტერნატივა.
ვისთვის არ არის რეკომენდებული ლოსიონი Македа-ს გამოყენება?
ლოსიონის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებში და მეძუძურ ქალბატონებში.
ჩვენ გთავაზობთ ბიო-ეპილაციის კურსის ჩატარებას - იაფად, უსაფრთხოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის და სახლის პირობებში.
ბიო-ეპილაციის კურსის სტადიები:
ვყიდულობთ ლოსიონ Македа-ს;
ბიო-დეპილაციამდე ერთი დღით ადრე ჩაიტარეთ ექსფოლიაცია (პილინგი ან სკრაბი), კანიდან მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და თმის ღერების გასათავისფულებლად;
გაიკეთეთ ბიო-დეპილაცია. იქვე, სალონში, ან სახლში, ბიო-დეპილაციის შემდეგ, წაისვით ლოსიონი Makeda. იგი ახდენს კანის დეზინფექციას, პროცედურის შემდეგ, აქრობს კანის სიწითლეს და აყუჩებს ტკივილს. სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის;
ბიო-დეპილაციის შემდეგ, პირველი ათი დღის განმავლობაში, ლოსიონი Makeda წაისვით დილით და საღამოს;
შემდგომ დღეებში, ბიო-დეპილაციის შემდგომ/მომდევნო პროცედურამდე, ლოსიონი წაისვით დღეში ერთხელ, საღამოს;
ბიო-დეპილაციის მომდევნო პროცედურა საჭიროა გაიკეთოთ, როდესაც თმა სიგრძეში გაიზრდება იმხელაზე, რომ საკმარისი იყოს მისი ცვილის ან შუგარინგის პასტით მოჭიდება და ამოღება;
პირველივე თვეში, შეამჩნევთ, რომ თმა უფრო ნელა და არათანაბრად გაიზრდება, უფრო ღია ფერის იქნება და უფრო სუსტი. ფაქტობრივად თმის ზრდის შეჩერების პროცესი ლოსიონის გამოყენების პირველივე თვიდან ჩანს. შედეგი, ასევე, დამოკიდებულია ხარისხიან ბიო-დეპილაციაზე, კერძოდ, თმის ღერის ძირიანად ამოღებაზე/მოცილებაზე, იმისათვის, რომ ფოლიკული იყოს ცარიელი;
ამ რეჟიმით მიიღებთ ან არასასურველი თმის სრულიად მოშორებას სამუდამოდ, ან სასურველ შედეგამდე მისვლას;
აუცილებელი პირობაა ყოველ კვირაში და ასევე, ბიო-დეპილაციის პროცედურამდე ერთი დღით ადრე, პილინგის ან სკრაბის გამოყენება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სუსტი თმის ღერები გამოჩნდეს და კარგად მოცილდეს ბიო-დეპილაციისას.
ლოსიონის ღირებულება/ხარჯები, მთლიანი კურსის განმავლობაში, ინდივიდუალურია. თუმცა, საორიენტაციოდ, ყველაზე დიდ ზონაზე - ფეხებზე - სრული კურსის განმავლობაში საკმარისია ლოსიონის 4-5 ფლაკონი.
ლოსიონი ჰიპოალერგიულია. შესაძლებელია მხოლოდ რეაქცია გქონდეთ ჩაის ხის ეთერზეთზე. თუმცა, როგორც წესი, აღნიშნულ ეთერზეთზე ალერგიის მქონე ადამიანებმა, იციან ამის შესახებ.
ლოსიონის შემადგენლობა
ლოსიონის შემადგენლობაში შედის: ქართული ბალახების ნაკრები, ქართული ზეითუნის ზეთი extra virgin, ლავანდის, ჩაის ხის და ბაღის პიტნის ეთერზეთები. ლოსიონის დამზადების პროცესი გადის მაცერაციის სამ სხვადასხვა სტადიას. ლოსიონის ფორმულა და ტექნოლოგის გადის დაპატენტების სტადიებს, რის გამოც არ ერთვის თან.