×
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა

ბონსაი - ბზა

1800

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ეს ბზა კაბუდაჩი (株 立) სტილშია შესრულებული. თავად მცენარე დაახლოებით 30 წლისაა, ალქსანდრე მესხი  მასზე მეხუთე წელია რაც მუშაობს.
ბზა საკმაოდ ნელა იზრდება და დიდხანსაც ცოცხლობს, კარგი მოვლის შემთხვევაში მისგან შექმნილი ბონსაიც 600 წლამდე იცხოვრებს

ბონსაი არის მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნება.

ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ეს არის ჩვეულებრივი ხე, რომელიც სპეციალური მოვლის შედეგად პატარა ზომის რჩება და აქვს ისეთივე ლამაზი და ბუნებრივი ფორმა, როგორიც ბუნებაში გაზრდილ მის დიდ ”თანამოძმეებს.”

პატარა ნერგის ”სრულყოფამდე” მიყვანისათვის 3 ან 4 წელი უმეტეს შემთხვევაში საკმარისი არ არის, ამიტომ ყურადღება და მოთმინება ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუ ის სერიოზულად გადაწყვეტს იმუშაოს ბონსაის შექმნაზე.

ბონსაი არ არის ოთახის მცენარე, ის წელიწადის განმავლობაში უმეტესი დრო გარეთ უნდა იყოს.

სანამ ბონსაის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლათ გაეცანით ინფორმაციას მისი მოვლის შესახებ. გაიგეთ ხართ თუ არა მზად, რომ მინიატურულ ხეს სათანადოდ მოუაროთ, და მხოლოდ ამის შემდეგ  მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ბონსაის მოჰყვება მოვლის ვრცელი ინსტრუქცია.

შეძენის შემდგომ, ბონსაის უნდა მიაკითხოთ მისამართზე: აკაკი წერეთლის გამზირი #118, გამოფენა, III-IV  პავილიონს შორის (Europlant Georgia-ს ტერიტორია).