×
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა

ბონსაი - კოწახური

500

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ამ პატარა კოწახურის ფორმირებას 4 წელი დაწჭირდა , თავად მცენარე დაახლოებით 10 წლის იქნება. ბონსაის სიმაღლე: 25 სმ. ამ ჯიშის კოწახურს პირდაპირი მზის სხივები თუ ხვდება მისი ფოთლებს წითელია, თუ არა, ისინი მწვანე ფერს იღებენ.

ბონსაი არის მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნება.

ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ეს არის ჩვეულებრივი ხე, რომელიც სპეციალური მოვლის შედეგად პატარა ზომის რჩება და აქვს ისეთივე ლამაზი და ბუნებრივი ფორმა, როგორიც ბუნებაში გაზრდილ მის დიდ ”თანამოძმეებს.”

პატარა ნერგის ”სრულყოფამდე” მიყვანისათვის 3 ან 4 წელი უმეტეს შემთხვევაში საკმარისი არ არის, ამიტომ ყურადღება და მოთმინება ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუ ის სერიოზულად გადაწყვეტს იმუშაოს ბონსაის შექმნაზე.

ბონსაი არ არის ოთახის მცენარე, ის წელიწადის განმავლობაში უმეტესი დრო გარეთ უნდა იყოს.

სანამ ბონსაის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლათ გაეცანით ინფორმაციას მისი მოვლის შესახებ. გაიგეთ ხართ თუ არა მზად, რომ მინიატურულ ხეს სათანადოდ მოუაროთ, და მხოლოდ ამის შემდეგ  მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ბონსაის მოჰყვება მოვლის ვრცელი ინსტრუქცია.

შეძენის შემდგომ, ბონსაის უნდა მიაკითხოთ მისამართზე: აკაკი წერეთლის გამზირი #118, გამოფენა, III-IV  პავილიონს შორის (Europlant Georgia-ს ტერიტორია).