×
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა

ელექსირი / Elixir - ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარი (1 ლ)

11

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

პრეპარატს გავლილი აქვს რეგისტრაცია . საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში: იხილეთ დოკუმენტაცია

შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 185  დადგენილებასთან -  სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ელექსირი ზედაპირების დეზინფექციისთვისარის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგით.

ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით ასუფთავებს და იცავს ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს. იდეალურად გამოსადეგია სამედიცინო, ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში, ბაღში, სკოლაში, კინოთეატრში, სასტუმროში, კაზინოში  შიდა სივრცეების და საერთო საძინებლების ზედაპირების დეზინფექციისთვის.

შედეგიანობა:

  • ახდენს სამედიცინო, ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში ზედაპირების  დეზინფექციას ქლორის მძიმე სუნის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ვირუსების, უმარტივესების, ბაქტერიების და სოკოების სპორების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
  • ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების სწრაფ მოშორებას;
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-,  ქლორატები - ClO3-);
  • არ იწვევს მეტალური ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას)

შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO 0.02 % , HClO 0.01%.

გამოყენების წესი: განზავებული ხსნარი შეასხურეთ ზედაპირზე 20-25 სმ დაშორებიდან ზედაპირის სრულ დაფარვამდე. დააყოვნეთ 1 წუთი. ჩამორეცხვა არ არის აუცილებელი.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
 

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით