×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

TM enamel Art

საავტორო დიზაინით მარიამ თუშიშვილი ბრენდულ სამკაულ TM Enamel Art-ს უკვე 18 წელია ქმნის. მისი ნამუშევრები არასდროს მეორდება და ექსკლუზიურია, რაც მისი შემოქმედების უმთავრესი მახასიათებელია.

ის ტიხრული მინანქრის სამკაულის იმ ქალ ოსტატებს მიეკუთვნება, რომელთათვისაც ეს საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესია. გარდა ვიზუალურად და ტექნიკურად დახვეწილი ნამუშევრებისა, მისი შემოქმედება სხვა უამრავ ნამუშევართან ერთად, ქართული კულტურისა და ყოფიერების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს − ვაზის კულტურას ეხმიანება. 

ისტორიას TM enamel Art-ის შესახებ გაეცანით ბმულზე