×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

WineKeep / ვაინქიფ

MyFamily-ის მიერ წარმოებული WineKeep-ის ხაზის ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები იწარმოება პონტოსა და კოლხეთის ლეგენდებიდან მოღწეული გურული ჯიშის ორგანული ყურძნისგან, ზემო გურიის ბუკისციხის მიკროზონაში. WineKeep-ის ზვრებში თავს იყრის მწველი მზის, ყვავილოვანი მთების და ზღვიდან წამოსული მსუბუქი ნისლების ნაზავი; ორგანული ყურძნიდან სხვადასხვა სახის ღვინისა და ბრენდირებული არყების წარმოებაზე კი პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეღვინეები ზრუნავენ. ამიტომ, WineKeep-ის ღვინოები ცინცხალი, ხალისიანი და ნაზი არომატებით გამორჩეული და დაუვიწყარია.