×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

ენკენი / Enkeni

"ენკენი" ბაზარზე 2016 წლიდან არსებული სტუდენტური სტარტაპია, რომელიც ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებით ინოვაციური, ჯანსაღი და სასარგებლო საკვების შექმნას ემსახურება.  სწორედ ამ ნოვატორული და კვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტრენდს მორგებული იდეის დამსახურებით, კომპანიამ არაერთ ბიზნეს პროექტში მოიპოვა გამარჯვება, ხოლო იდეის კომერციალიზაცია „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით შედგა. ბაზარზე არსებულ მზარდ ინტერესსა და მოთხოვნას ჯანსაღი საკვების მიმართ კომპანია განსხვავებული, ინოვაციური იდეით შეხვდა და დღეს უკვე ვაშლის ორი ჯიშისგან, აიდარედი და გრანი სმიტი, სასარგებლო თვისებების მქონე წითელ და მწვანე ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს. პროდუქტის დამზადების წესის ინოვაციურობის გარდა, წარმოება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ დიცში მიმდინარეობს და დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. სამომავლოდ, გუნდი გეგმავს წარმოების გაზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას.